მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

30 დეკემბერი 2022, 11:42 737 ნახვა

პენიტენციურმა სამსახურმა იცრუა და ამას დოკუმენტებით დავამტკიცებთ-აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც დღევანდელ სხდომაზე აპირებს მიიტანოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებითაც უფლებადამცველის მტკიცებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროს დაამტკიცებენ. საუბარია მიხეილ სააკაშვილის გულყრის ეპიზოდებზე, რომლებიც პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პაციენტს სააკაშვილს არ ჰქონია. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს პირადი ექიმის გამოკითხვით გაგრძელდება. სხდომა 15 საათზეა ჩანიშნული. მსჯავრდადებული და ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ითხოვენ, რომ რამდენიმე პროცესში დასრულდეს საქმის განხილვა, რადგან მათი თქმით, პაციენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და უარესდება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი