საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირაა 12 სხვადასხვა ვირუსული ინფექცია ცირკულირებს, მათ შორის არის კორონავირუსი. მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია რისკებს საქართველოსთვისაც ზრდის-ამბობს თენგიზ ცერცვაძე. მისივე შეფასებით , ახლა ჩვენს ქვეყანაში COVID-ის ეპიდსიტუაცია საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს, ხოლო სიკვდილიანობა კვლავ მინიმალურ ნიშნულზეა, სულ ექვსი გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში. წერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.