ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს.
ჯაბა სამუშია, ამ დრომდე, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. თსუ-ს რექტორობაზე განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას ჰქონდა შეტანილი.
თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ 30-ე რექტორად ჯაბა სამუშია 4 წლის ვადით აირჩია.
არჩევნები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. "მაისის სტუდენტური მოძრაობა" რექტორის არჩევის წესს აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ის არადემოკრატიულია. სტუდენტებმა გუშინ იმ აუდიტორიის კარის გადაკეტვა სცადეს, სადაც არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.