აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლ ,,არსიანმა“ საიუბილეო წელი სოლო კონცერტით დაასრულა. ანსამბლი მაყურებლის წინაშე სრული რეპერტუარით წარსდგა. კონცერტზე რამდენიმე სიახლე გაჟღერდა. ანსამბლი ,,არსიანი „ გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების ორგანიზაციის საპატიო წევრი“ გახდა, ,, წევრობის სერტიფიკატი გაერთებული ერების ორგანიზაციის“ ცეკვის საერთაშორისო ელჩმა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა გადასცა. სწორედ პატარქალიშვილმა გააკეთა განაცხადი ორგანიზაციაში, რომ არსიანს საპატიო წევრის სტატუსი მიეღო. მისივე ინიციატივით, ანსამბლი ჩაერთო პროექტში, რომლის ფარგლებშიც მომავალი წლიდან სამხრეთ ამერიკაში კონცერტებს ჩაატარებს.