რა იქნება ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე მომავალ წელს და რა გეგმები აქვს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს მომავალი წლისთვის? სწორედ ესენია ელჩების კონფერენციის მთავარი განსახილველი საკითხები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ელჩებმა ევროპულ დედაქალაქებს გააცნონ საქართველოში განხორციელებული რეფორმები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2022 წელს მოხდა ისტორიული მნიშვნელობის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა . ე.წ. ამბასადორიალი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.