სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ხალხს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ბოროტების იარაღი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ღვთისგან ბოძებული ჯავშანი. მისი თქმით, უკრაინელებმა ბევრი მწარე ამბავი განიცადეს და დამსახურებულად მიიღებენ სასიხარულო ამბებს. პრეზიდენტს სჯერა რომ ცრემლებს სიხარული ჩაანაცვლებს, სასოწარკვეთილებას კი იმედი. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას - აღნიშნა ზელენსკიმ.