სასამართლომ, "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერზე, გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი იოსებ სირაბიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო და ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
19 დეკემბერს ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, სირაბიძე გიორგი კირთაძეს თავს დაესხა, კვერცხები ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.