ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხულოში

21 დეკემბერი 2022, 19:57 532 ნახვა

2022 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 6 მილიონ ლარამდე დახარჯა. მერიაში განმარტავენ, რომ პროექტების უმეტესობა დასრულებული, ნაწილი კი დასრულების ეტაპზეა. მიმდინარე წელს თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი პროექტების გარდა ადგილზე შესრულდა მილიონი ლარის ღირებულების სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომლებიც აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტში 2023 წელსაც განხორციელდება, ასევე დასრულდება გარდამავალი ანუ მიმდინარე წელს დაწყებული პროექტებიც. ერთ-ერთი მიმდინარე სამუშაოები დღეს ხულოს მერმა დაათვალიერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი