საქართველოს პრემიერი მინისტრი არგენტინაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

20 დეკემბერი 2022, 15:13 502 ნახვა

ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ახლად დანიშნულ ელჩს არგენტინაში. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიპლომატთან აუდიენციისას პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველო და არგენტინის ორმხრივ ურთიერთობაზე.მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში