1-ელი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება. განაცხადა პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარემ. ალეკო ელისაშვილის თქმით, დაწესებული იქნება გარკვეული ლიმიტი და პენსიონერებზე სესხის გაცემა მოხდება ისეთ პროცენტში, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო აღარ დაამძიმებს.