კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის კიდევ ერთი დავალებაა ახალი სახალხო დამცველის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. ამის გარდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახალხო დამცველის ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.ქვეყანას კი თითქმის ორი კვირაა სახალხო დამცველი არ ჰყავს და მოვალეობას ჯერ კიდევ მოვალეობის შემსრულებელი ასრულებს. კანდიდატებთან გასაუბრება დასრულებულია და ახლა ჯერი პარლამენტზეა, რომელმაც უნდა შეარჩიოს მათგან ერთ-ერთი. სავარაუდოდ კვირის ბოლომდე.