დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

19 დეკემბერი 2022, 14:08 463 ნახვა

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას გეგმავს, - ინფორმაციას ამის შესახებ გარდიანი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დღეს რიგაში სკანდინავიელ, ბალტიელ და ნიდერლანდელ კოლეგებს შეხვდება, სადაც გამოაცხადებს ბრიტანეთის გეგმას უკრაინისთვის მომავალ წელს 250  მილიონი გირვანქა სტერლინგის საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით. რიში სუნაკი ლატვიაში გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერთა შეკრებას დაესწრება.

მონაწილეებს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი