აშშ-ბი და ევროპა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთისთვის ახალ საექსპორტო კონტროლსა და შეზღუდვებს აწესებს.
ეს ნიშნავს, რომ დრონების ძრავების პირდაპირი ექსპორტი რუსეთსა და ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, რომელსაც რუსეთისთვის შეუძლია მათი მიწოდება იკრძალება. სანქციები ასევე შეეხო საბანკო და ენერგეტიკის სფეროებსაც.
ეკონომიკური სანქციების პარალელურად, სანქციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც დაუწესდათ. შავ სიაში მოხვდა რუსეთის 200 მოქალაქე და ორგანიზაცია, მოქალაქეთა შორის არიან მომღერალი გრიგორი ლეპსი, 7 რუსი გუბერნატორი, ასევე რეჟისორი და ტელეწამყვანი ნიკიტა მიხალკოვი.
გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებში მაუწყებლობისთვის, რუსეთის პირველ არხსა და რამდენიმე ტელეკომპანიას ლიცენზია შეუჩერდათ.