ჰააგის სასამართლოს ვერდიქტი - შეფასებები

17 დეკემბერი 2022, 12:04 557 ნახვა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს გენერალური პროკურატურა სპეციალური განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ აქტიურად აგრძელებენ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების  წარმომადგენელთა მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების გამოძიებას.

ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულებულად გუშინ გამოცხადდა და არც ერთი ქართველი სამხედროს ბრალი არ გამოკვეთილა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება.

მხარეები დადებითად აფასებენ ვერდიქტს, თუმცა მიღწევებს საკუთარ ანგარიშზე იწერენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში