საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და დირექტორი, საქართველოს პარლამენტს მიმართავენ. წერილში გამოთქმულია სურვილი ოთხწლიანი საკანონმდებლო პერიოდი იყოს საუკეთესო გარანტია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მაღალი ხარისხით დაცვისათვის. ამასთან, ნატა იმედაიშვილი და ნათია კაპანაძე მზადყოფნას გამოვთქვამენ, მაუწყებელი ჩაერთოს ყველა სამუშაო პროცესში, რომელიც შეეხება გამოხატვის თავისუფლების, მედიის უფლებებისა და საზოგადოებრივი არხების განვითარებას.