თბილისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

16 დეკემბერი 2022, 13:34 590 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 დეკემბერს, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, მოლარე-ოპერატორს ბანკის კუთვნილი 24800 ლარი, 504 აშშ დოლარი და 1045 ევრო გასტაცა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 15 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს"- აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი