პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით 88 ხმით მიიღო.
ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეორე პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ პროექტში მეორე მოსმენის დროს ჯამში 20-მდე ცვლილება შევიდა. მათგან 13 ახალ საარჩევნო რეფორმაში ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის საფუძველზე.
ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე პროექტში კიდევ ერთი შესწორება შევიდა და საარჩევნო კომისიის პარტიული წევრებისთვის სერტიფიცირება სავალდებულო აღარ იქნება.