დეპუტატები მმართველი გუნდიდან კი იწონებენ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას კადრების გასაჯაროვების შესახებ და მიაჩნიათ, რომ ამის უკან მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებია. მათთვის ეს ასევე იმის დასტურია, რომ მესამე პრეზიდენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან და სრულფასოვნად არ იკვებება.
ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი დასავლეთის რეკომენდაციების წინააღმდეგ. მეორე ნაწილის შეფასებით კი საზოგადოებამ ნახა ადამიანის ღირსების შელახვის, გათელვის, შეურაცხყოფის, შურისძიების, დამცირების ქვეყანაში ადამიანის უფლებების გადახაზვის აქტი.
აქვე გეტყვით, რომ ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10 წუთი 29 წამი გრძელდება, მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. ქრონოლოგია კი ასეთია 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და 12 დეკემბერი.