„ბერნარდა ალბას სახლი„ - პრემიერა დრამატულ თეატრში

14 დეკემბერი 2022, 11:20 1113 ნახვა

"ბერნარდა ალბას სახლი" - პრემიერა ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე შედგა. სპექტაკლი ფედერიკო გარსია ლორკას მიხედვით  რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა დადგა.

სპექტაკლი ერთი სოფლის მასშტაბურ ტრაგედიაზე მოგვითხრობს, მოქმედება ბერნარდას ოჯახში განვითარებულ ტრაგედიას ასახავს.

გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ ქართულ სცენაზე პირველად 1973 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე თემურ ჩხეიძის რეჟისორობით დადგა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში