ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციას ბრიფინგით გამოეხმაურა მოძრაობა „დროა“. ელენე ხოშტარიამ ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორები დაასახელა.
მისი თქმით, ''ქართულმა ოცნებამ“ უკვე კონკრეტულ ჩიხამდე მიიყვანა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.
„დროას“ ლიდერის განცხადებით, ბრიუსელიდან მთავრი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ნიკა გვარამიას საქმეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.