„ბერნარდა ალბას სახლი„ - პრემიერა დღეს

13 დეკემბერი 2022, 10:53 1134 ნახვა

"ბერნარდა ალბას სახლი" - სპექტაკლის წინა საპრემიერო ჩვენება გაიმართა ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე. პიესა, ფედერიკო გარსია ლორკას მიხედვით დაიდგა, რეჟისორი დავით ჩხარტიშვილია. სპექტაკლი ერთი სოფლის მასშტაბურ ტრაგედიაზე მოგვითხრობს, მოქმედება ბერნარდას ოჯახში განვითარებულ ტრაგედიას ასახავს.

გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ ქართულ სცენაზე პირველად 1973 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე თემურ ჩხეიძის რეჟისორობით დაიდგა.

პრემიერა დღეს 19:00 საათზე ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე შედგება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში