ნორა კვიციანი გარდაიცვალა

12 დეკემბერი 2022, 17:28 1454 ნახვა

ნორა კვიციანი, იგივე დედა ქეთევანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში ავ­რცე­ლე­ბენ.

ნორა კვიციანი 2006 წელს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს. მას ჰუმანიტარული საქონლის მითვისებასაც ედავებოდნენ.

ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. 2017 წელს ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ კი, ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში გა­ა­მარ­თლა. 

მიმ­დი­ნა­რე წელს ნორა კვი­ცი­ა­ნი მო­ნაზვნად აღიკ­ვე­ცა და დედა ქე­თე­ვა­ნი ეწო­და.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი