„ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაწევრიანება სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების საშუალება აღარ იქნება

12 დეკემბერი 2022, 17:33 635 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის კოდექსში სტუდენტების გაწვევის საკითხი გათვალისწინებულია. როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სტუდენტებს ექნებათ საშუალება, რომ წელიწადში ერთხელ სამხედრო მომზადების ერთთვიანი კურსი გაიარონ. ასევე, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სამხედრო მოხალისეობა სრულად თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი იქნება. რაც შეეხება 2017 წელს „გირჩის“ მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ კითხვას, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ სამხედრო სამსახურს წელს თავი აარიდა 12 000-მა პირმა, მათ შორის 10 000-მა სწორედ „გირჩის“ მექანიზმის საშუალებით. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, ეს არ არის არც ლოგიკური, არც კანონიერი და არც სამართლიანი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი