სოფელ ჭანჭათში 46 წლის კაცი მოკლეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.