''სწავლების თანამედროვე მეთოდები დაწყებით კლასებში'' - ამ თემაზე კონფერენცია გაიმართა ქართულ ამერიკულ აკადემია ''პროგრესში''. კონფერენციის მიზანი პედაგოგებისთვის მრავალფეროვანი საგაკვეთილო სივრცის შექმნაში დახმარება იყო.
მომხსენებლებმა სწავლების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრეს.
კონფერენციაზე სხვადასხვა საჯარო სკოლების პედაგოგებთან ერთად, მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები ესწრებოდნენ.