სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს

09 დეკემბერი 2022, 16:17 722 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ა.ტ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 900 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 72093,37 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

"საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ი.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 103 450 აშშ დოლარი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 2798 94, 32 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში - 27989,432 ლარით დაჯარიმდა"-განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი