საქალაქო სასამართლოს განცხადება

16 მაისი 2016, 00:00 3643 ნახვა

ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი და ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 50 სასამართლო პროცესი. დაიკითხა ბრალდების 67 და დაცვის 10 მოწმე, ასევე, თავად ბრალდებულები", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში