რუსულმა ძალებმა გუშინ ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენებით დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აფეთქებების სერია იყო დნიპროსა და ზაპოროჟიეში. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ირანული დრონების მოძრაობა დაფიქსირდა პოლტავაში, ჩერკასსა და კიროვოგრადის ოლქებში.
ღამით, იერიშის სამიზნე, კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა.