მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ

06 დეკემბერი 2022, 19:55 481 ნახვა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს, ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ჩხაიძის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია. მისივე თქმით, კლინიკა აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. პარალელურად კი სააკაშვილის ოჯახი სასამართლო პროცედურების დაჩქარების მოლოდინშია. ისინი ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დედამ განმარტა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, შესაბამისად, აუცილებელია მისი ჰუმანიტარული მისიით საზღვარგარეთ გადაყვანა მოხდეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი