უმაღლეს საბჭოში სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე. ფრაქციის წევრების თქმით, ის უცხოეთში იმყოფება. სხდომის გაცდენის განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. დავით გაბაძის ინფორმაციით, იმ დეპუტატების მიმართ ვინც სხდომებს არ დაესწრება, სანქციები გამკაცრდება. რაც შეეხება ლევან ვარშალომიძეს, პარტიის წევრების ინფორმაციით, ის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით, უახლოეს დღეებში მიმართავს.