აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სკვერის მშენებლობა მთავრდება. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გაეცნენ.