რუსულმა ძალებმა ზაპოროჟე დაბომბეს

02 დეკემბერი 2022, 10:31 600 ნახვა

რუსებმა ძალებმა ღამით ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრანული მედია ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტის შენობა იწვის. სახლებში კი აფეთქების ტალღის შედეგად მინებია ჩამსხვრეული.

ამ დროისთვის დანგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი