ბათუმის რეგიონული განვითარების გზამკვლევი

01 დეკემბერი 2022, 19:48 817 ნახვა

ბათუმის რეგიონული განვითარების გზამკვლევი - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც  „ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული  დემოკრატიისთვის“ ორგანიზაციის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებმა მოამზადეს. გზამკვლევი ბათუმის ავარიულ სახლებს ეხება და ავტორების განმარტებით, ის ერთგვარად მოქალაქეების ხედვის დოკუმენტია. სპეციალურმა ჯგუფმა ავარიულ სახლებზე კვლევა ჩაატარა, რომელშიც სპეციალისტები მონაწილეობდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი  ეცნობოდობნენ ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს და ასევე ინვესტორებს, რომლებიც  „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამით არიან დაინტერესებული. დოკუმენტი  „ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული  დემოკრატიისთვის“ ორგანიზაციის  პროგრამის ფარგლებში და იუ-ეს-ეი-დი - ს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. ბათუმის რეგიონული განვითარების გზამკვლევი ავტორებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი