მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გვიან ღამით დააანონსა. მისი თქმით, აქცია შაბათს, 3 დეკემბერს გაიმართება და მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასა და მისი სიცოცხლის უზრუნველყოფას მოითხოვენ.