პირველადი წარდგენის სხდომები, სათანადო სასამართლო კონტროლი, საპროცესო შეთანხმება, ოჯახური დანაშაულები, განაჩენები - საიას წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის პროცესების დაკვირვებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე, მიგნებებზე, დადებით ტენდენციებსა და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრეს. იურისტებმა სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის #16 ანგარიში წარმოადგინეს,რომელიც საკმაოდ ვრცელია. წარმოდგენილი ანგარიშის ფარგლებში ისაუბრეს ერთ-ერთ მწვავე პრობლემაზე - ქალთა მკვლელობის გახშირებულ შემთხვევებსა და ამ მიმართულებით სასამართლო მიდგომაზე. რეკომენდაციები გაიცა საქართველოს პარლამენტის, პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მისამართით.