პრემიერის და აზერბაიჯანის ეკოლოგიის მინისტრის შეხვედრა

28 ნოემბერი 2022, 14:46 634 ნახვა

საქართველოსა და აზერბაიჯანს  შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს საქართველოს პრემიერმა და  აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა. მხარეებმა ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.    

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან და ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებზე და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა. ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი