„კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის“ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების შესაბამისად, UNESCO-მ საიტის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო.
ტრენინგები კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკების, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიებს თანამშრომლებს ჩაუტარდათ.
უწყების ინფორმაციით, სწავლების დროს განიხილეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან ანგარიშგების საკითხები, ასევე ინტეგრირებული მართვის დოკუმენტი. გადამზადების მიზანია მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის სპეციფიკის შესწავლა.