რა ფორმით ჩატარდბა არჩევნები “ნაციონალურ მოძრაობაში”

26 ნოემბერი 2022, 20:00 480 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობა" მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში განხილვის მთავარი თემა თავმჯდომარის არჩევის პრინციპია.

პარტიაში აზრი ორად არის გაყოფილი, როგორ წარიმართება ხმის მიცემა - "ფეისბუქის" თუ "ბლოკჩეინის" მეშვეობით. მხოლოდ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ მოხდება კანდიდატების რეგისტრაცია, რასაც საარჩევნო კამპანია მოჰყვება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ "ბლოკჩეინის" სისტემა მეტად მისაღებია, რომლითაც ბევრ ცივილურ ქვეყანაში ტარდება არჩევნები.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი ფეისბუქით ხმის მიცემის სისტემას ემხრობა. მისი თქმით, მისთვის მთავარია პროცესი ღია და გამჭვირვალე იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში