ანჯეი დუდა - პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა

26 ნოემბერი 2022, 10:31 474 ნახვა

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე, ფშევოდუვში, მეორე რაკეტის ნამსხვრევები არ აღმოჩნდა. ანჯეი დუდას თქმით, გამოძიების მიმდინარეობისას,  უკრაინის მასიური  დაბომბვის შემდეგ, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა აფეთქდა.

დუდამ აღნიშნა, რომ გამოძიების პარალელურად მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. მისი თქმით, აფეთქდა ორი რაკეტა, მათგან ერთი პოლონეთის ხოლო მეორე უკრაინის ტერიტორიაზე და ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც რუსეთის გამო მოხდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი