სექსუალური დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ და შემდგომი ფიზიკური ძალადობის ფაქტი

23 ნოემბერი 2022, 17:54 1030 ნახვა

არასრულწლოვანთან  სქესობრივი  კავშირი და შემდეგ  მასზე ოჯახის წევრის  მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი ბათუმში. შემთხვევა რადენიმე დღის წინ მოხდა.  გამოძიების ინფორმაციით, არასრუწლოვან  გოგონასთან  მასზე უფროს ბიჭს  სექსუალური კავშირი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ გოგონას  მამამ გაიგო,  არასრულწოვანზე ფიზიკურად იძალადა. მოძალადე დაკავებულია.  სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ მამაკაცს, რომელიც არასრუწლოვანთან სქესობრივი ხასიათის დანაშაულშია ეჭვმიტანილი. არასრუწლოვან გოგონასთან  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფსიქოლოგები მუშაობენ,  იგი სახელწიფო მზურნველობაში იმყოფება და მისი ინტერესებიდან გამომდინარე სააგენტოში  დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  ოჯახში ძალადობის  და  არასრუწლოვანთან  სქესობრივი კავშირის  მუხლით მიმდინარეობს. საქმეში ჩართული ადვოკატები არასრულწოვნის ინტერესებიდან გამომდინარე საქმის  დეტალებზე არ საუბრობენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში