თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა 

23 ნოემბერი 2022, 14:01 734 ნახვა

თურქეთში მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშვებულთა რიცხვი კი 68-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაიცვალა 47 წლის მამაკაცი, რომელიც მიწისძვრის დროს სახლიდან გარბოდა, რა დროსაც დაეცა და თავი დაარტყა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას რეგიონში 96 ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან ყველზე ძლიერი 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი