იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის ორ გაჩერებაზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ებრაული მედიის თავდაპირველი ინფორმაციით, აფეთქებები ჩანთაში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო მოხდა.
პირველი აფეთქება იერუსალიმის მთავარ შესასვლელთან ახლოს დაახლოებით დილის 7:00-საათისთვის, მეორე აფეთქება კი მალევე, იერუსალიმის კიდევ ერთ შესასვლელთან, დილის 7:30 საათისთვის მოხდა.