კინოფესტივალი LemON

22 ნოემბერი 2022, 14:37 1001 ნახვა

ბათუმში რიგით  მე-2 საერთაშორისო  კინოფესტივალი ,,ლიმონი’’  იწყება.   საკონკურსო ფილმების კინოჩვენებები  23-დან 28 ნოემბრამდე ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყობა. 

ფესტივალს ორი საკონკურსო სექცია აქვს, შესაბამისად  სტუდენტურ და სადებიუტო ფილმებს ორი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.  სულ  47 ფილმს უჩვენებენ.  კინოფესტივალში 25 ქვეყანა მონაწილეობს. 

ღონისძიება  ხვალ, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში 19:00 საათზე გაიხსნება, 28 ნოემბერს კი ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელწიფო დრამატული თეატრის  დიდ სცენაზე დაჯილდოებით დასრულდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი