„პირველი ავტოგრაფი“ - სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი 

21 ნოემბერი 2022, 14:26 599 ნახვა

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი - ''პირველი ავტოგრაფი''-ს ფარგლებში დღეს ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ბათუმის მეოცე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა ფშაველას ჩხიკვთა ქორწილი წარადგინეს.

სპექატაკლში გამოყენებული იყო როგორც მუსიკალური, ისე ნაწარმოების ლირიკული ვერსია. ფესტივალზე 6 დღის განმავლობაში სასკოლო და საყმაწვილო დასები სპექტაკლებს წარადგენენ, პარალელურად გაიმართება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ევროინტეგრაციის საკითხებზე, ასევე დისკუსიები და შემოქმედებითი აქტივობები.

ფესტივალი 27 ნოემბერს საზეიმოდ დაიხურება, გამოვლინდებიან  გამარჯვებულები.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი