სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი ''პირველი ავტოგრაფი''

20 ნოემბერი 2022, 20:02 679 ნახვა

''პირველი ავტოგრაფი'' - ამ სახელწოდებით, საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსნა. 

ფესტივალში აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული, კერძო თუ საჯარო სკოლებში შექმნილი დასები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები სხვადასხვა ადგილზე გაიმართება.

ღონისძიებებს ეყოლება კვალიფიციური ჟიური, ვინც გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლენს.

ფესტივალი ''პირველი ავტოგრაფი'' რიგით მეორედ იმართება და 20-დან 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი