გვჭირდება, ვიყოთ გლობალური მსოფლიოს ნაწილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.