საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე "Web Summit"-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
"მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა ანა რობაქიძე, კომპანია "Theneo"-ს დამფუძნებელი“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.