ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს დაზარალებული ოჯახების სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით შესაბამის დამატებით დოკუმენტაციას ითხოვს, რაც მორალურ, მატერიალურ და სასამართლო ხარჯებს გულისხმობს.
მხარემ დამატებითი ინფორმაცია ევროპულ სასამართლოს 2023 წლის 9 იანვრამდე უნდა წარუდგინოს. სტასბურგში რუსეთის წინააღმდეგ 117 ფიზიკური პირის ინტერესს ადვოკატი ემზარ პაქსაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი 21-ე საუკუნესთან“ ერთად იცავს.
ადამიანი უფლებათა ევროპული სასამართლო რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს 117 მოქალაქის მიმართებით საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაზაფხულზე გამოაცხადებს.