2023 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მთავრობამ კვლავ საკანონმდებლო ორგანოს გადასცა, თუმცა მასში დეპუტატთა შენიშვნები გათვალისწინებული არ არის. რა გახდა ამის მიზეზი, საკითხს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განმარტავენ.
ოპოზიცია ბიუჯეტის არსებულ ვარიანტს არ ემხრობა და ამტკიცებს, რომ მასში თანხები არამიზნობრივადაა განაწილებული. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ხელფასების ზრდაზე აკეთებს აქცენტს უმრავლესობა.
პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 21 მილიარდ 302 მილიონი ლარით განისაზღვრება. დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა სფეროს. იზრდება პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის.