შეხვედრა „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის ახალად დანიშნულ ხელმძღვანელთან

12 ნოემბერი 2022, 11:32 556 ნახვა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალად დანიშნულ ხელმძღვანელს თამაზ ბესტაევს შეხვდა და საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა. შეხვედრაზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება განიხილეს და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. თამაზ ბესტაევი ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი